საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №226

`მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს #140 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. `ნორმატიული აქტების შესახებ~ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ~ საქართვე¬ლოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს #140 დადგენილე¬ბაში (სსმ, 2005 წელი, #95, III ნაწილი, მუხლი 1084) შეტა¬ნილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ამოღებულ იქნეს მე-9 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქ-ტები.
2. მე-13 მუხლის მე-10 პუნქტის `დ~ და `ე~ ქვეპუნქტები ჩა¬მო¬ყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`დ) IV კატეგორია - 1-20 კვ-მდე;
ე) V კატეგორია - 1 კვ-მდე.~.
3. მე-16 მუხლში:
ა) მე-2 პუნქტის `ა~ ქვეპუნქტი ჩამოყალი¬ბდეს შემდეგი რე-დაქ¬ციით:
`ა) განაშენიანების ინტენსივობის (სიმჭიდროვის) კოეფი-ციენ¬ტით K-2-ით განსაზღვრული ან იმ ზონაში, სადაც K-2Kარ განისაზღვრება - სართულების იატაკის დონეებზე მოშენების 300 მ2-მდე ფართობის, 5 მ-დან 12 მ-მდე სიმაღლის და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-დან 4 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა;~;
ბ) მე-3 პუნქტის `ა~ ქვეპუნქტი ჩამოყალიბ¬დეს შემდეგი რედაქციით:
`ა) განაშენიანების ინტენსივობის (სიმჭიდროვის) კოეფიცი-ენ¬ტით K-2-ით განსაზღვრული ან იმ ზონაში, სადაც K-2 არ განი¬სა¬ზღვრება - სართულების იატაკის დონეებზე მოშენების 300 მ2-დან 6 000 მ2-მდე ფართობის, 12 მ-დან 30 მ-მდე სიმაღლის და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 4 მ-ზე მეტი ჩაღრმა¬ვების მქონე შენობა;~;
გ) მე-4 პუნქტის `ა~ ქვეპუნქტი ჩამოყალიბ¬დეს შემდეგი რე¬დაქციით:
`ა) განაშენიანების ინტენსივობის (სიმჭიდროვის) კოეფიცი-ენტით K-2-ით განსაზღვრული ან იმ ზონაში, სადაც K-2 არ განისაზღვრება - სართულების იატაკის დონეებზე მო¬შენების 6 000 მ2-ზე მეტი ფართობისა და 30 მ-ზე მეტი სიმაღლის მქონე შენობა;~.
4. 22-ე მუხლში:
ა) მე-2 პუნქტის `გ~ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე-და¬ქციით:

`გ) ამ დადგენილების შესაბამისად IV კლასს დაქვემდება-რებულ შენობა-ნაგებობათა მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღება, როგორც სხვა ადმინისტრაციული ორგანო, გარდა იმ შემთხვევისა, რო-დე¬საც მშენებლობის ნებართვა გაიცემა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ან თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში;~;
ბ) მე-3 პუნქტის `ა~ ქვეპუნქტი ჩამოყალიბ¬დეს შემდეგი რე-დაქ¬ციით:
`ა) ამ დადგენილების შესაბამისად IV კლასს დაქვემდება-რებულ შენობა-ნაგებობათა მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღება, როგორც სხვა ადმინისტრაციული ორგანო, გარდა იმ შემთხვევისა, რო-დე¬საც მშენებლობის ნებართვა გაიცემა სოხუმისა და ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში;~.
5. 25-ე მუხლის პირველი პუნქტის `გ~ ქვეპუნქტი ჩამოყა-ლიბ¬¬დეს შემდეგი რედაქციით:
`გ) ამ დადგენილების შესაბამისად IV კლასს დაქვემდება-რებულ შენობა-ნაგებობათა მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოების პროცესში სამშენებლო საქმია-ნობის პოლიტიკის განხორციელებისათვის უფლებამოსილ შე-სა¬ბამის სამთავრობო დაწესებულებასთან შეთანხმებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მშენებლობის ნებართვა გაიცემა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ან თბი-ლისის ადმინისტრაციულ საზღვრებში. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ადმინისტრაციულ საზღვრებში, დადგენილების შესაბამისად IV კლასს დაქვემდებარებულ შე-ნო¬ბა-ნაგებობათა მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინის-ტრაციული წარმოების პროცესში, აფხაზეთისა და აჭარის ავტო¬ნომიურ რესპუბლიკებში სამშენებლო საქმიანობის პოლი-ტიკის განხორციელებისათვის უფლებამოსილ შესაბამის სამ-თავ¬რობო დაწესებულებასთან შეთანხმებას, გარდა იმ შემთხვე-ვისა, როდესაც მშენებლობის ნებართვა გაიცემა სოხუმისა და ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში;~.
6. 26-ე მუხლის პირველი პუნქტის `ა~ ქვეპუნქტი ჩამოყა-ლიბ¬დეს შემდეგი რედაქციით:
`ა) ამ დადგენილების შესაბამისად IV კლასს დაქვემდება-რებულ შენობა-ნაგებობათა მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მშენებლობის ნებართვა გაიცემა აფხა¬ზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ან თბი-ლისის ადმინისტრაციულ საზღვრებში - სამშენებლო საქმია-ნობის პოლიტიკის განხორციელებისათვის უფლებამოსილი შესაბამისი სამთავრობო დაწესებულება;~.
7. 55-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე-დაქ¬ციით:
`2. დამკვეთი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი მშენებ-ლო¬ბის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში მინი¬მუმ სამ- და მაქსიმუმ ექვს ეგზემპლარად წარადგენს განა¬ც¬ხადს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ დადგენილების 31-ე მუხლით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექ-სის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.~.
8. 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის `ბ~ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`ბ) არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის მინიმუმ სამი და მაქსიმუმ ექვსი ეგზემპლარი;~.
9. 59-ე მუხლის მე-2 პუნქტის `გ~ ქვეპუნქტი ჩამოყალიბ¬დეს შემდეგი რედაქციით:
`გ) არსებობის შემთხვევაში, არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;~.
10. 83-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე-დაქ¬ციით:
`6. გადაწყვეტილება ამ დადგენილებით განსაზღვრული II და III კლასის შენობა-ნაგებობების ვარგისად აღიარების შესა-ხებ მიღებულ უნდა იქნეს განცხადების წარდგენიდან 15 დღის, ხოლო IV და V კლასის შემთხვევაში - 30 დღის განმავ¬ლო-ბაში. თუ ამ პერიოდში არ იქნება გამოცემული შესაბამისი ადმი¬ნისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შენობა-ნაგებობების ვარ¬¬გისად აღიარების ან აღიარებაზე უარის შესახებ, აღნიშ-ნული ვადის გასვლის შემდეგ შენობა-ნაგებობა ვარგისად აღია¬რებულად ჩაითვლება და ნებართვის მფლობელის მოთხოვ-ნისთანავე შესაბამისი მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმი-ნისტრაციული ორგანო ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.~.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი