საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №222

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 27 მაისის #42 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში
ცვლილებების შეტანის თაობაზე


მუხლი 1. `საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლე-ბამო¬სილებისა და საქმიანობის წესის შესახებ~ საქარ¬თველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და `ნორმა¬ტიუ¬ლი აქტების შესახებ~ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თა-ნახმად `საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 27 მაისის #42 დად¬გე-ნილებით (სსმ, 2004 წელი, #55, III ნაწილი) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილე¬ბები:
1. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ნ~ ქვეპუნქტი ჩამოყა¬ლიბ-დეს შემდეგი რედაქციით:
,,ნ) კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს და პასუხისმგებელია ბრძანებათა კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის; ამტკიცებს სკო-ლის¬გარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებე-ბის დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენ¬ტის - მოწმობის ფორმას და მისი გაცემის წესს;~.
2. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის `გ~ ქვე¬პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`გ) სახელოვნებო და სასპორტო განათლების, წიგნისა და საბიბლიოთეკო სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა დარგების განვითარების სტრატეგიის საფუძ-ველზე; სახელოვნებო და სასპორტო სკოლების, საშუალო და უმაღლესი პროფესიული სასწავლებლებისა და საბიბლიოთეკო საქმიანობის კოორდინაცია, ხელშეწყობა და ამ მიზნით შესა-ბამისი პროგრამების შემუშავება; პროგრამული დაფინანსების ფარგლებში სამინისტროს სისტემის უმაღლეს და საშუალო პროფესიულ სასწავლებლებში სპეციალისტთა მომზადების პრიორიტეტების განსაზღვრა; სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო და საბიბლიოთეკო სტანდარტების შემუშა¬ვე¬ბისა და დაცვის უზრუნველყოფა, საინფორმაციო ბანკის სრულყოფა და სისტემატიზაცია; საგანმანათლებლო დაწესე¬ბულებებისა და ბიბლიოთეკების ხელმძღვანელთა, პედა¬გოგიური და საბიბლიოთეკო კადრების ტრენინგების, პროფე¬სიული დაოსტატებისა და გადამზადების ფორმების შემუ¬შავება, აღნიშნულ სამუშაოთა შესრულების კოორდი-ნაცია; ბიბლიოთეკების ფონდებისა და კოლექციების დაცვის, მათი შევსება-გამდიდრებისა და პოპულარიზაციისათვის ზრუნვა; კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებლობის განაწილება და ,,უმაღლესი განათლების შესახებ~, ,,ზოგადი განათლების შესახებ~ და ,,საბიბლიოთეკო საქმის შესახებ~ საქართველოს კანონებით სამინისტროსათვის მინიჭებულ უფ-ლე¬ბამოსილებათა განხორციელებაში მონაწილეობა.~.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.



პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი