საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №220

ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ~ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე ,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე~ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს #132 დადგენილებით (სსმ, 2005 წელი, #94, მუხლი 1066) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე-დაქციით:
`3. ლიცენზირებას არ ექვემდებარება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ ადგილობრივი მოსახ¬ლეობის პირადი მოხმარებისათვის საშეშე და სამასალე მერქნით დაკმაყოფილების მიზნით ხეტყის (მათ შორის, მოთხრილ-მოტეხილი, ქარტეხილი, ნახანძრალი კატეგორიის ხეები, ტყეკაფის ათვისების შემდგომ დატოვებული საშეშე კატეგორიის ხეტყის ნარჩენები და ნაყარი ხეტყე) გაცემა, აგრეთვე სპეციალური და მიჩე¬ნის მიზნით ტყით სარგებლობა (მათ შორის, ამ ტერიტორიებზე სპეციალური ჭრების განხორციელება) და ტყით მოსარგებ¬ლი¬სათვის გამოყოფილ ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამე¬ურნეო გზის მშენებლობისას ხეტყის ჭრა, ასევე წიაღით მოსარ¬გებ¬ლისათვის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიით გათვალისწინებულ ტერიტორიამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მშენებლობისას ხეტყის ჭრა.~;
ბ) მე-2 მუხლის 43 და 44 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რე¬დაქციით:
`43. სპეციალურ ჭრას ახორციელებს სპეციალური ან მიჩენის მიზნით გამოყოფილი ტყის ფონდის მიწით მოსარგებლე, რომელიც უზრუნველყოფს გამოყოფილ ფართობზე ჭრას დაქვემდებარებული ხეების აღრიცხვას (ტყეკაფის გამოყოფის სამუშაოთა შესრულება) და ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ორ¬გა¬ნოსათვის წარდგენას, რომელიც აღნიშნული მასალების გან¬ხილვის შემდეგ გამოყოფს ტყეკაფს მიწით მოსარგებლისათვის მიღება-ჩაბარების აქტით. სპეციალური ჭრის შედეგად მიღებული მერქნული რესურსი მიღება-ჩაბარების აქტით უნდა გადაეცეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის ორგანოს და მისივე მითითებით და მის სამოქმედო ტერიტორიაზე უნდა განა¬თავსოს (დაასაწყობოს) მიწით მოსარგებლემ;

44. ამ მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე შესაბამისი ორგა-ნოების მიერ მიღებული მერქნული რესურსი, აგრეთვე ტყით მოსარ¬გებლისათვის გამოყოფილ ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მშენებლობისას მოჭრილი მერქნული რესურსი კანონმდებლობით დადგენილი წესით შემდგომი რეალიზაციისათვის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადაეცემა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საფინანსო სააგენტოს.~;
გ) მე-2 მუხლის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
დ) მე-9 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი