საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №216

,,რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის #23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,რეინტეგრაციის საკითხებში საქარ¬თველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებუ¬ლების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის #23 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების:
1. პირველი მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`2. აპარატის საქმიანობის სფეროს განეკუთვნება: საქარ¬თვე-ლოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ხელშეწყობა; აფხა-ზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყოფილი სამხრეთ ოსე-თის ავტონომიურ ოლქში მცხოვრები მოსახლეობის საქარ¬თვე-ლოს ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში რეინტეგრაცია; ყვე-ლა იძულებით გადაადგილებული პირის _ დევნილისა და ლტოლ¬ვილის და მათი შთამომავლების ღირსეული დაბრუნების, რე¬¬ინ¬¬ტეგრაციისა და მათი უფლებების დაცვის ხელშეწყობა; სა-ქარ¬თველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ეროვნული/ეთნიკური უმცი¬რესობების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა; ფართო სამოქალაქო ინტეგრაციული პროცესების წარმართვა; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ფუნქციების განხორციელება შესაბამისი წარმომადგენლების მეშვეობით ეროვნული/ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ და-სახ¬ლებულ რეგიონებში; ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რეს-პუბლიკის მთავრობასთან, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონო-მიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის ადმი-ნის¬ტრაციასა და სახელმწიფო რწმუნებულებთან _ გუბერნატო-რებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან უწყება¬თაშორისი თანამშრომლობა.~;
ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. აპარატის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, ინგოროყვას ქუჩა #7.~.
2. მე-2 მუხლის ,,ბ~ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე-დაქ¬ციით:
,,ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან იძულებით გადაად¬გი-ლებულ პირთა _ დევნილთა და ლტოლვილთა და მათ შთა¬მო-მავალთა უსაფრთხო, უპირობო და ღირსეული დაბრუ¬ნების, უფლებების დაცვის ინსტიტუციური მექანიზ¬მების შემუ¬შავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;".
3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე¬დაქციით:
,,1. აპარატის სტრუქტურა შედგება შემდეგი ქვედანაყოფე-ბისაგან:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკითხთა სამმარ-თველო;
ბ) ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა სამმართველო;
გ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმარ-თველო;
დ) პოლიტიკური ანალიზის სამმართველო;
ე) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;
ვ) ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამ-მარ¬თველო;
ზ) საერთაშორისო ოპერაციების სამმართველო;
თ) საქართველოს რეგიონებთან ურთიერთობის სამმართველო;
ი) სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხთა სამმართველო;
კ) ეროვნული/ეთნიკური უმცირესობების საკითხთა სამმარ-თველო;
ლ) აღმასრულებელი სამდივნო.".
4. საშტატო ნუსხა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა

struqtura, Tanamdeboba

raodenoba

saxelmwifo ministri

1

saxelmwifo ministris moadgile

4

saxelmwifo ministris mrCeveli

4

sammarTvelos ufrosi

10

mTavari specialisti

11

ufrosi specialisti

12

saxelmwifo ministris aRmasrulebeli Tana­Semwe

 

1

saxelmwifo ministris moadgilis aRmasru­lebeli TanaSemwe

 

4

mTavari buRalteri

1

saqmeTa mmarTveli

1

sameurneo uzrunvelyofis samsaxuris ufro­si

1

saxelmwifo ministris TanaSemwe

1

saxelmwifo ministris moadgilis TanaSemwe

4

damxmare personali

2

sul:

57.”.

 

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

   პრემიერ-მინისტრი          გრიგოლ მგალობლიშვილი