საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №215

საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადებისა და ყადაღადადებული ქონების ამოღების, შეფასებისა და შენახვის წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის N14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,საგადასახადო დავა¬ლია-ნების მქონე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადა¬ღის დადებისა და ყადაღადადებული ქონების ამოღების, შეფა¬სები-სა და შენახვის წესების დამტკიცების შესახებ" საქარ¬თველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის #14 დადგე¬ნილებით (სსმ, 2008 წელი, #10, III ნაწილი, მუხლი 107) დამ¬ტკიცებულ წესებ-ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`1. ყადაღის დადება ადმინისტრაციული აქტია. იგი ფორ¬მ-დება საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ინდი-ვიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანე-ბით), ძალაში შედის მოვალისათვის კანონით დადგენილი წე-სით გაცნობისთანავე და უნდა შეიცავდეს:
ა) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქ-ტის სახეს;
ბ) გამომცემ საგადასახადო ორგანოს;
გ) სათაურს;
დ) საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის გვარს, სახელსა და ხელმოწერას;
ე) გამოცემის დროსა და ადგილს;
ვ) გამომცემი საგადასახადო ორგანოსაგან მინიჭებულ სარეგისტრაციო ნომერს.".
2. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე-დაქ¬ციით:
`4. ფასიანი ქაღალდები და/ან ფასიანი ნივთები შესანახად ამოიღება კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის)/საგადასახადო ინსპექ¬ცი¬ის წარმომადგენლის მიერ, თუ არსებობს ყადაღადადებული ნივთების ხელყოფის საშიშროება. თუ ყადაღადადებული ნივ¬თები რჩება მოვალესთან, მაშინ ყადაღის დადება ხდება დალუქვით.".
3. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`მუხლი 9. ქონებაზე ყადაღის მოხსნა
1. მოვალის ქონებაზე დადებული ყადაღა უქმდება:
ა) აღიარებული საგადასახადო დავალიანების სრულად და¬¬ფარ¬ვისთანავე;
ბ) საგადასახადო ორგანოს მიერ ან გაკოტრების საქმის-წარმოებისას ყადაღადადებული ქონების დადგენილი წესით აუქციონზე რეალიზაციის შემთხვევაში;
გ) თუ საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწ¬ყვეტი-ლებით ასეთი ქმედება სახელმწიფო ინტერესია;
დ) თუ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგა-ნოს წერილობითი თანხმობით განახორციელა ყადაღადა¬დებუ-ლი ქონების გაყიდვა და ამონაგები თანხა სრულად მიმართა საგადასახადო დავალიანების დასაფარავად;
ე) საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალის-წინებულ სხვა შემთხვევაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის `ა", `ბ", `დ" და `ე" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობების არსებობისას გადასახადის გადამხდელის მომართვის საფუძველზე საგადა-სახადო ორგანოს უფროსი/მოადგილე ორი სამუშაო დღის გან-მავლობაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას) გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის უფლების გაუქმების (ყადაღის მოხსნის) თა-ობაზე და უგზავნის შესაბამის მარეგისტრირებელ ორგა¬ნოს.".
4. დანართი #2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი