საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №214

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის
11 აგვისტოს #140 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე


მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,მშენებლობის ნებართვის გაცე¬მის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქარ-თველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს #140 დადგე-ნილებაში (სსმ, 2005 წელი, #95, III ნაწილი, მუხლი 1084) შეტა¬ნილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11, 171 და 431 პუნქტები:
ა) `11. ანტრესოლი - ინტერიერის/სამყოფის სივრცეში იატაკის ზედაპირის შესაქმნელად მოწყობილი ისეთი კონს¬ტრუქ-ცია, რომელიც ინტერიერის/სამყოფის ნაწილს ყოფს ორ სართუ-ლად;";
ბ) `171. ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი - საც¬ხოვ-რებელი სახლი, რომელიც განკუთვნილია ერთი ოჯახი¬სათვის;";
გ) `431. ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტი - სამშენებლო საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებ¬ლობის ნაწილი, რომე-ლიც მოიცავს სამშენებლო-ტექნიკურ რეგლამენ¬ტებს, სამშენებ-ლო სტანდარტებსა და რეკომენდა¬ციებს;".
2. მე-2 მუხლის 63-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქ-ციით:
`63. სამტრედე/სამერცხული - ქანობიან სახურავზე (ზე¬და-პირზე) მოწყობილი ღიობი/სარკმელი;".
3. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის `ვ" ქვეპუნქტი:
`ვ) ფასადის მასალისა და ფერის ცვლილება, იქ სადაც ნებართვის გაცემის პროცესში სავალდებულოა არქიტექ¬ტუ¬რული პროექტის შეთანხმება.".
4. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
,,8. დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება წარმოადგენს ახალ მშენებლობას.".
5. მე-7 მუხლის სათაური და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) ,,სამშენებლოდ შეზღუდული მიწის ნაკვეთი~;
ბ) ,,2. არასამშენებლო მიწის ნაკვეთებზე დაუშვებელია საცხოვრებელი, საზოგადოებრივ-საქმიანი და საწარმოო და-ნიშნულების შენობა-ნაგებობების განთავსება, გარდა, დამ¬ხმა¬რე: სასოფლო-სამეურნეო, ინფრასტრუქტურული, ხაზობრივი შენობა-ნაგებობებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახ¬ლის მშე-ნებლობისა იმ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვე¬თზე, რომე-ლზეც დასაშვებია ასეთი მშენებლობა.~.
6. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ-ციით:
`2. მიწის ნაკვეთების საზღვრების კონფიგურაციის ცვლი-ლების საფუძველია მომიჯნავე ნაკვეთების მესაკუთრეებს შორის დადებული შეთანხმება მიწის ნაკვეთების საზღვრების კონფიგურაციის ცვლილების თაობაზე. საზღვრების კონფი-გურაციის ცვლილება რეგისტრირებულ უნდა იქნეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.".
7. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე-დაქციით:
`2. თუ სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს სურს თავისი მიწის ნაკვეთის ნაწილებად დაყოფა (ან გაერთიანება), მან შესა-ბამისი თვითმმართველობის მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინის¬ტრაციულ ორგანოში უნდა წარადგინოს შესაქმნელი მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების პროექტი. მშენებლობის ნებართვის გამცემი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში განთავსების მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენ¬ტოს უგზავნის ინფორმაციას დაყოფილი (ან გაერთიანებული) მიწის ნაკვეთების შესახებ, კერძოდ, ახლად გამოყოფილ მიწის ნაკვეთს მისთვის შესაბამისი ფუნქციური ზონით დადგენილი სამშენებლო პოტენ¬ციალის (მიწის ნაკვეთის განაშენიანების, მიწის ნაკვე¬თის განაშენიანების ინტენსივობისა და გამწვანების კოეფი¬ციენტების) რა ნაწილი აქვს ათვისებული. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განათავსებს აღნიშნულ ინფორმაციას უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში, რომელიც აისახება ასევე ამონაწერში უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან.".
8. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
`3. შენობა-ნაგებობების კლასების მახასიათებლების განსაზ¬ღვრის მიზანია დადგინდეს შენობა-ნაგებობის კლასი. კლასი გააჩნია შენობა-ნაგებობას და არა მის რომელიმე ნა-წილს.~.
9. მე-16 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის `ა~ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`ა) 60 მ2-მდე სართულების იატაკის დონეებზე მოშენების ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლის და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა;";
ბ) მე-2 პუნქტის `ა~, `ბ~, `გ~, `დ~ და `ე~ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`ა) განაშენიანების ინტენსივობის (სიმჭიდროვის) კოეფიცი-ენტით K-2-ით განსაზღვრული 300 მ2-მდე ფართობის, 5 მ-დან 12 მ-მდე სიმაღლის და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-დან 4 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა;
ბ) 60 მ3-მდე მოცულობის, 10 მ-დან 15 მ-მდე სიმაღლის და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მ-დან 15 მ-მდე ჩაღრ-მავების მქონე ნაგებობა;
გ) გრუნტის ზედაპირიდან 4 მ-მდე სიმაღლის ღობე;
დ) 7 მ-მდე სიგრძის მალის, ფერმის ან სხვა კონსტრუქ-ციული ელემენტის მქონე შენობა-ნაგებობა;
ე) 1.8 მ-მდე სიგრძის კონსოლის მქონე შენობა-ნაგებობა;~;
გ) მე-3 პუნქტის `ა~ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`ა) განაშენიანების ინტენსივობის (სიმჭიდროვის) კოეფი-ციენტით K-2 - ით განსაზღვრული 300 მ2-დან 6 000 მ2-მდე მოცულობის, 12 მ-დან 30 მ-მდე სიმაღლის და გრუნტის ზედა-პირიდან საშუალოდ 4 მ-ზე მეტი ჩაღრმავების მქონე შენობა;~;
დ) მე-4 პუნქტის `ა~ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`ა) განაშენიანების ინტენსივობის (სიმჭიდროვის) კოეფი-ციენტით K-2 - ით განსაზღვრული 6 000 მ2-ზე მეტი მოცუ¬ლო-ბის და 30 მ-ზე მეტი სიმაღლის მქონე შენობა;~;
ე) მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:
`61. ადგილობრივი თვითმმართველობა მის სამოქმედო ტერი-ტორიაზე უფლებამოსილია განსაზღვროს I კლასს დაქვემდება-რებული შენობა-ნაგებობების განთავსება მშენებლო¬ბის ნებარ-თვის გარეშე სად არის დაშვებული.~.
10. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. საცხოვრებელ (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებ-ლისა) შენობა-ნაგებობათა მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების დამუშავებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შენობა-ნაგებობის გამოყენებისას შეზღუდული შესაძ¬ლებ¬-ლობების მოქალაქეთათვის მათი გამოყენების შესაძლებ¬ლობა, სამშენებლო საქმიანობის ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების მოთხოვნათა შესაბამისად.~.
11. მე-18 მუხლის:
ა) მე-4, მე-10 და მე-14 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`4. სამყოფისათვის (საცხოვრებელი სახლისათვის, ბინი-სათვის, ოფისისათვის, სავაჭრო და საყოფაცხოვრებო მომსა¬ხუ-რებისათვის) გამოყენებული ფართობის განსაზღვრა:
ა) სამყოფისათვის ფართობი განისაზღვრება მის შემომ-საზღვრელ კედლებს შორის არსებული იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობით, მათ შორის არსებული საყრდენი კედლებისა და კოლონების ფართობის გარეშე (ბინის ფართობში არ იანგარიშება ასევე საყრდენ კედლებში და ბინის შემომსაზღვრელ კედლებში არსებული ღიობები, ბინაში არსებული იატაკის სხვადასხვა დონეების დამაკავ¬შირებელი შიდა კიბე და მისი ბაქანი);
ბ) მათი არსებობის შემთხვევაში სამყოფების ფართობში შედის ლოჯიისა და ვერანდის ფართობები;~;
,,10. შენობის (კონსტრუქციული) სართულიანობა განისაზ-ღვრება ერთი შენობის მიწისქვეშა, მიწის და მიწისზედა სრული და არასრული სართულების ჯამით;~;
,,14. შენობის (კონსტრუქციული) სიმაღლე აითვლება ერთი შენობის ძირითადი კონსტრუქციის საძირკვლის ქვედა ნიშნუ-ლიდან.~;
ბ) მე-19 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
12. 23-ე მუხლის `ა~ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`ა) კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე (გარდა ქ. თბი¬ლისის ადმინისტრაციულ საზღვრებში) მშენებლობის ნე-ბა¬რ¬თვის გაცემა და მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედ-ველობის განხორციელება;~.
13. 25-ე მუხლის პირველი პუნქტის `დ~ ქვეპუნქტი ჩამო-ყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`დ) სოხუმისა და ბათუმის ადმინისტრაციულ საზ¬ღვ¬რებში, ამ დადგენილების შესაბამისად III და IV კლასებს დაქ-ვემდებარებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრა¬ციული წარმოების პროცესში მონაწილეობს, როგორც სხვა ადმინისტრაციული ორგანო;~.
14. 26-ე მუხლის პირველი პუნქტის:
ა) `დ~ და `ე~ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ-ციით:
`დ) სოხუმისა და ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებ¬ში, ამ დადგენილების შესაბამისად III და IV კლასებს დაქვემ-დებარებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლე-ბისათვის - შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართვე¬ლო¬ბის შე-სა¬ბა¬მისი აღმასრულებელი ორგანო;
ე) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონებში (გარდა ქალაქ თბილისის ტერიტორიისა და კულტურული მემკვიდ-რეობის უძრავი ძეგლებისა) - საქართველოს კულტურის, ძეგ-ლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო;~;
ბ) `ვ~ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
15. 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ" და `დ~ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა;
დ) შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციისას, საჭიროების შემთხვევაში, შენობა-ნაგებობებისა და მიწის ნაკვე¬თის/ნაკ¬ვე-თების საჭირო კვლევა;~.
16. 28-ე მუხლის ,,გ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) მიწის ნაკვეთ(ებ)ის ტოპოგრაფიული რუკა არსებული მდგომარეობით (მასშტაბი 1:500);~.
17. 29-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`4. ახალი მშენებლობისა და არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციისას უნდა მოხდეს იმ არსებულ შენობა-ნაგებობაზე ზემოქმედების შეფასება, რომლის მომიჯ¬ნა¬ვედაც დაგეგმილია მშენებლობა, და იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილმა სამშენებლო სამუშაოებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს მათ მდგრადობაზე, მაშინ უნდა მოხდეს ამ შენო¬ბა-ნაგებობის მდგრადობის გამოკვლევა.~.
18. 31-ე მუხლის:
ა) მე-4 პუნქტის `თ~ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`თ) საჭიროების შემთხვევაში კანონმდებლობის შესაბა-მისად სხვა ინფორმაცია.~;
ბ) მე-5 პუნქტის `ე~ და `ლ~ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
`ე) შენობა-ნაგებობების ფუნქციური დანიშნულება;~;
`ლ) შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის დროს საჭი-როების შემთხვევაში არსებული მშენებლობის განხორციე¬ლე¬ბის დოკუმენტები ან მათი არარსებობის შემთხვევაში აზომ¬ვითი პროექტი, აგრეთვე საექსპერტო დასკვნა შენობა-ნაგე¬ბობის მდგომარეობის შესახებ;~.
19. 33-ე მუხლში:
ა) პირველი პუნქტის ,,ე~ და `თ~ ქვეპუნქტები ჩამოყა-ლიბდეს შემდეგი რედაქციით:
`ე) შენობის ყველა სართულის გეგმებს (საკადასტრო საზღვრის პროექციის ჩვენებით);~;
`თ) შენობის ყველა ფასადის ნახაზს მისი მოსაპირ¬კე¬თე-ბელი მასალის, ფასადზე არსებული არქიტექტურული დეტა-ლებისა და ფასადის ფერების განსაზღვრით;~;
ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
`11. ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილე¬ბით, მისი სამოქმედო ტერიტორიის კონკრეტულ ნაწილ(ებ)ზე არქიტექტურული პროექტი შესაძლებელია დამატებით მოიცავ-დეს ციფრულ ვიზუალიზაციასა და პროექტის ელექ¬ტრონულ ვერსიას.".
20. 34-ე მუხლში:
ა) პირველი პუნქტის `ე~ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემ¬დეგი რედაქციით:
`ე) ფასადების (საანგარიშო ზედაპირების) სქემატურ ნახაზებს;~;
ბ) პირველ პუნქტს დაემატოს `ზ~ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
`ზ) არსებობის შემთხვევაში შენობის ყველა სართულის გეგმას.~;
გ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს 11 პუნქტი:
`11. ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტი¬ლე¬ბით, მისი სამოქმედო ტერიტორიის კონკრეტულ ნაწილ(ებ)ზე საჭიროების შემთხვევაში კონსტრუქციული სქემა შესაძლებე-ლია დამატებით მოიცავდეს ნაგებობის ციფრულ ვიზუალი-ზაციას.~.
21. 35-ე მუხლში:
ა) პირველი პუნქტის `ე~ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდე¬გი რედაქციით:
`ე) ფასადების (საანგარიშო ზედაპირების) სქემატურ ნახაზებს;~;
ბ) პირველ პუნქტს დაემატოს `თ~ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
`თ) არსებობის შემთხვევაში შენობის ყველა სართულის გეგმას.~.
22. 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ" და `ე~ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`დ) სიტუაციურ გეგმას (სადაც ფიზიკურ კონტექსტშია ნაჩვენები მიწის ნაკვეთის განთავსება) (მასშტაბი 1:2000);~;
`ე) მიწის ნაკვეთის გეგმას (სადაც ფიზიკურ კონ¬ტექსტშია ნაჩვენები მიწის ნაკვეთზე შენობა-ნეგებობების გან¬თავსება) (მასშტაბი 1:500);~.
23. 51-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
`4. იმ განსაკუთრებული მნიშვნელობისა და ქვეყნისათვის სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვან შენობა-ნაგებობებზე ან მათ კომპლექსებზე, რომელთა მშე-ნებლობა უკვე დასრულებულია და არ გააჩნიათ შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი (სათანადო საბუთები და სრულ-ყოფილი მშენებლობის განხორციელების დოკუმენტაცია) მშე-ნებლობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ საქართველოს მთავ-რობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, დარგში სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი შესაბამისი სახელმწიფო უწყების შუამდგომლობით, გამარტივებული წესით, მხოლოდ II და III სტადიით (ან მათი გაერთიანებული ადმინისტრაციული წარმოებით). ასეთ შემთხვევაში:
ა) ობიექტის მესაკუთრე სათანადო დასაბუთებით წარადგენს განცხადებას დარგში სახელმწიფო პოლიტიკის განმახორციელებელ შესაბამის სამთავრობო დაწესებულებაში არსებული საპროექტო და სხვა დოკუმენტაციის თანდართვით, რათა აღიძრას შუამდგომლობა საქართველოს მთავრობის წინაშე მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურის დაწყე-ბისათვის საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულების გამოცემის მიზნით;
ბ) ობიექტის მესაკუთრე ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნული პროცედურის საჯაროობა, კერძოდ ამ დადგე-ნილების მოთხოვნათა დაცვით სამშენებლო ობიექტზე გამოა-კრას საინფორმაციო დაფა სამთავრობო დაწესებულებაში მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად განცხადების შეტანის თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტი წარმოადგენს V კლასს დაქვემდებარებულს, აგრეთვე აქვეყნებს ინფორმაციას პრესაში;
გ) დარგში პოლიტიკის განმახორციელებელი სამთავრობო დაწესებულება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით განმცხადებელს (მესაკუთრეს) უდგენს დავალებას ობიექტის მდგომარეობის გამოსაკვლევად;
დ) დავალების შესაბამისად ობიექტის მესაკუთრე საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფს ობიექტის გამოკვლევის სამუშაოების შესრულებას და გამოკვლევის შედეგებს წარუდგენს შესაბამის სამთავრობო დაწესებულებას;
ე) ადმინისტრაციული ორგანო გამოკვლევის შედეგებს წარდგენიდან 10 დღეში, მაგრამ განცხადების მიღებიდან არანაკლებ 20 დღისა, იხილავს საკითხს და იღებს გადა-წყვეტილებას საქართველოს მთავრობაში შუამდგომლობის შეტანის თაობაზე მიღებული გამოკვლევის შედეგების გათვა-ლისწინებით;
ვ) მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.~.
24. 52-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
`1. მშენებლობის ნებართვა გაიცემა მშენებლობის გან¬ხორ-ციელების დოკუმენტებში განსაზღვრული გონივრული ვადით.~.
25. 55-ე მუხლში:
ა) მე-3 პუნქტს დაემატოს `ზ" და `თ" ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:
`ზ) თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის გან-თავსების დამადასტურებელი ფოტოსურათი;
თ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრები (იმ შემთ-ხვევაში თუ მშენებლობა დაგეგმილია საცხოვრებელ, საზოგადოებრივ-საქმიან ან საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში, მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებთან ერთად წარმო-დგენილი უნდა იქნეს მიწის ნაკვეთის სამეზობლო და საზოგადოებრივი საზღვრის მიმდებარე ნაკვეთების/სივრცეების საზღვრები). საზღვრების ის წერტილები, სადაც იქმნება კუთხეები, აღნიშნული უნდა იქნეს წერტილით, მისი კოორდინატების და აბსოლუტური ნიშნულის მითითებით.~;
ბ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
`12. თუ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადაწყვე-ტილება არ იქნა მიღებული, განაცხადი დამტკიცებულად ჩაითვ-ლება შესაბამისი ობიექტისათვის კანონმდებლობით დად¬გენილი ნორმების გათვალისწინებით.~.
26. 58-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`6. იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის მიხედვით სამი წლის განმავლობაში არ იქნება გაცემული მშენებლობის ნებართვა და ამ ხნის განმავლობაში მოხდა სივრცით-ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებული კანონ-მდებ¬ლობის ან/და სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების არსებითი მახასიათებლების (მაგ: განაშენიანების რეგულირების კოეფიციენტების, შენობათა მაქსიმალურად დასაშვები სიმაღლეების და სხვ.) ისეთი ცვლილება, რაც იწვევს ქალაქთმშენებლობითი პირობების შეცვლას შესაბა¬მისი უფლე-ბამოსილების მქონე ორგანოს გადაწყვეტილებით, არქი-ტექტურული პროექტის კონსტრუქციუ¬ლი ან/და ტექნო¬ლოგიური სქემის შეთანხმება ცხადდება ძალადაკარგულად და ნებართვის მაძიებელს ეძლევა შეთავაზება სათანადო ცვლი¬ლებების განსა-ხორციელებლად.~.
27. მე-60 მუხლში:
ა) ცხრილი და `ა~, `გ~ `ე~ და `თ~ ქვეპუნქტები ჩამოყა-ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

#

Senoba-nagebobebis klasebi

axali mSenebloba

rekonstruqcia

demontaJi

samSeneblo samuSaoebi kulturuli memkvidreobis uZrav Zeglze

1

I klasi

1A

2

II klasi

2A

2A1

2A2

3

III klasi

3A

3A1

3A2

3A1

4

IV klasi

4A

4A1

4A2

4A1

5

V klasi

5A

5A1

 

ა) 1A – მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გა-რეშე, კანონმდებლობის მათ შორის სამშენებლო საქმიანობის ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების მოთხოვნათა დაცვით. მშენებლობის დაწყება შესაძლებელია მას შემდეგ, რაც შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან/და მოსარგებლე მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოში აგზავნის შეტყობინებას მშენებლობის განზრახვის თაობაზე, რომელსაც თან ურთავს მიწის ნაკვეთის საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტს, ხოლო მშენებლობის ნებართ¬ვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში დაადასტურებს წარდგენილი დოცუმენტ(ებ)ის სისწორეს და პასუხს აცნობებს შემ-ტყობინებელს. იმ შემთხვევაში, თუ ხუთი დღის ვადაში მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო შემტყობინებელს არ აცნობებს პასუხს, მაშინ შემტყობი¬ნებელს უფლება აქვს დაიწყოს მშენებლობა;~;
`გ) 2A1 – მშენებლობის ნებართვა გაიცემა არქიტექ¬ტურულ-კონსტრუქციული დოკუმენტის პროექტის, საჭიროების შემთ-ხვევაში დამატებით სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების საფუძველზე;~;
`ე) 3A1 – მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამშენებლო დოკუმენტის პროექტის, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების სა-ფუძველზე. შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარება ხდება სანებართვო პირობების შესაბამისად;~;
`თ) 4A1 – მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამშენებლო დოკუმენტის პროექტისა და სათანადო საექსპერტო დასკვნის, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების საფუძველზე. შენობა-ნაგე-ბობის ვარგისად აღიარება ხდება სანებართვო პირობების შესაბამისად;~;
ბ) `გ~ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს `გ1~ ქვეპუნქტი:
`გ1) 2A2 – მშენებლობის ნებართვა გაიცემა არქიტექ¬ტუ-რულ-კონსტრუქციული  დოკუმენტის პროექტის საფუძველზე;~.
28. 63-ე მუხლს დაემატოს `ლ~ ქვეპუნქტი და ჩამო-ყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`ლ) შენობა-ნაგებობის კლასი განსაზღვრული ამ დადგენილების მე-15 მუხლის შესაბამისად.~.
29. 66-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი ჩამო-ყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 ,,ა) მზიდი კონსტრუქციული ელემენტების ძირითადი გაბა-რიტების უმნიშვნელო შეცვლა, მაგრამ არა უმეტეს 0.1 მეტრისა (გარდა კოლონების ჰორიზონტალური კვეთის, საყრდენი კედლის სიგანის, რიგელების ვერტიკალური კვეთის, სარ-თულშუა გადახურვის ფილებისა და კონსოლების კვეთის სიმაღლეების ცვლილებისა),  რამაც არ უნდა გამოიწვიოს შე¬ნო-ბა-ნაგებობების მშენებლობის განხორციელების დოკუმენ¬ტებით სამშენებლო საქმიანობის შესაბამისი ნორმატიულ-ტექ¬ნიკური დოკუმენტების მიხედვით განსაზღვრული კონს¬ტრუქციული სისტემის მდგრა¬დობის დასუსტება;~.
30. 69-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 `2. განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში და-გეგმილი მშენებლობისას, ნებართვის მაძიებელი სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის უზრუნველყოფს შესა-ბამის ობიექტზე (შენობა-ნაგებობაზე), თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის განთავსებას, რომელზეც უნდა იყოს აღნიშნული მოსალოდნელი მშენებლობის მონაცემები, კერ¬ძოდ:
 ა) შენობა-ნაგებობის მისამართი;
 ბ) შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება;
 გ) მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო და განაცხა-დის განხილვის ვადები;
 დ) შენობა-ნაგებობის სავარაუდო სართულიანობა ან/და გა-ბარიტები.~.
31. 71-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`მუხლი 71. მშენებლობის დაწყება
 მშენებლობის დაწყების მომენტისათვის ნებართვის მფლო-ბელი ამ დადგენილების შესაბამისად III და IV კლასებს დაქვემ¬დებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის შემთხვევაში ვალდებულია სამშენებლო მოედანზე იქონიოს, სანებართვო პირობებით განსაზღვრული სამშენებლო-სამუშაო დოკუმენტები. შესაძლებელია სამშენებლო-სამუშაო დოკუმენ-ტები იქონიოს ეტაპობრივად, სანებართვო პირობების შესა-ბამისად, კონკ¬რე¬ტული ეტაპით განსაზღვრული სამშენებლო სამუშაოების დაწ¬ყების წინ.~.
32. 82-ე მუხლში:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 `1. ვარგისად აღიარებისათვის მომზადებულია შენობა-ნაგებობა, რომელზედაც სანებართვო პირობების შესაბამისად შესრულებულია ამ მუხლის მე-2 და მე-22' პუნქტებით გან-საზღვრული სამშენებლო სამუშაოები.~;
  ბ) დაემატოს მე-21 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
 `21. ვარგისად აღიარებისათვის ასევე მომზადებულია შენობა-ნაგებობა, რომლის მშენებლობის განხორციელების დო-კუ¬მენტებიდან განხორციელებულია ისეთი გადაცდომები, რომელიც განსაზღვრულია ამ დადგენილების 66-ე მუხლით.~.
33. 83-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 `3. შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარებისათვის გადა¬წყვე-ტილებას იღებს მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო. საქართველოს ეკონომიკური განვითარების  მინის¬ტრის ბრძა-ნების ან შესაბამისი ადგილობრივი თვითმმარ¬თველობის გადა-წყვე¬ტილების  საფუძველზე   მათ  კომპეტენციას   დაქვემ-დება¬რებული შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების უფლე-ბამოსილება შეიძლება მიენიჭოს შესაბამის არქიტექ¬ტურულ-სამშენებლო საქმიანობისათვის სახელმწიფო ზედა¬მხედ¬ველობის
უფლება¬მოსილ ორგანოს. ვარგისად აღიარების პროცედურა იმართება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.~.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნების¬თანავე.
 

პრემიერ-მინისტრი                   ვლადიმერ გურგენიძე