საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის სხდომები

2006 წლის 8 მარტის სხდომა

2006 წლის 8 მარტს საქართველოს მთავრობის სხდომა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა ქალთა დღის მილოცვით დაიწყო.

მთავრობის სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული 20 საკითხი.

მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიხეილ სვიმონიშვილმა აღნიშნა, რომ დღეისათვის ფრინველის გრიპთან დაკავშირებით მდგომარეობა სტაბილურია, გატარებულია ყველა ღონისძიება.

ხელვაჩაურის რაიონში ფაქტობრივად დასრულდა სალიკვიდაციო სამუშაოები. კვირის ბოლოსათვის მთავრობა მიმართავს პრეზიდენტს, პრეზიდენტი კი - პარლამენტს ხელვაჩაურის რაიონში საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით.

 

 საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი