2006 წლის 20 დეკემბრის სხდომა

2006 წლის 20 დეკემბერს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 55 საკითხი. დღის წესრიგი

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა ბოლო პერიოდის აქტუალური საკითხებიდან გამოყო ენერგეტიკის საკითხი. მან თქვა, რომ რამდენიმე წელია, რაც მიმდინარეობს მუშაობა საქართველოსათვის ენერგორესურსების მოწოდების დივერსიფიცირების საკითხზე. ამ დღეებში დამთავრდება თურქეთში გამართული მოლაპარაკება გაზის მოწოდების შესახებ, რომელშიც მონაწილეობენ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი გიორგი არველაძე და ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური. ამჟამად ზუსტდება ტექნიკური დეტალები. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე მოლაპარაკების პროცესში ჩაერთო საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მიმდინარე კვირის ბოლოდან ფუნქციონირებას დაიწყებს შაჰდენიზის გაზსადენი, რაც ძალზე მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება ქვეყნისათვის ენერგორესურსების მოწოდების დივერსიფიცირების გზაზე და მომავალ წელს საქართველოსათვის გაზის მოწოდების მთავარი წყარო აზერბაიჯანი იქნება.

 

 

 საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი