საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის სხდომები

2007 წლის 28 თებერვლის სხდომა

2007 წლის 28 თებერვალს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 31 საკითხი. დღის წესრიგი

მთავრობის სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა ისაუბრა 27 თებერვალს ცხინვალის რეგიონში, კერძოდ დიდი ლიახვის ხეობაში ყოფნისას მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ. მან თქვა, რომ მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობა იქ განახორციელებს 20 მილიონი ლარის ინვესტიციას. გაზიფიცირებული იქნება ყველა სოფელი. აღდგება წყალმომარაგების სისტემა, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზიანდა. ძალზე მნიშვნელოვანია ის, რომ აღდგენილი სისტემით წყალი მიეწოდება თვით ქალაქ ცხინვალს. ამჟამად მიმდინარეობს განათლების და სპორტული ობიექტების, აგრეთვე გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები. სოფელ თამარაშენში შენდება ახალგაზრდული ცენტრი.

ხეობაში ცხოვრობენ ჩვენი გმირი თანამემამულეები. მათ დაიმსახურეს ეს დახმარება, აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, და დაავალა სამინისტროებს, სხვა უწყებებს თავიანთ საქმიანობაში განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ ხეობის მოსახლებისადმი.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი