საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის სხდომები

2007 წლის 20 ივნისის სხდომა

2007 წლის 20 ივნისს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 31 საკითხი. დღის წესრიგი

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა მთავ­რო­ბის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია მიმდინარე წლის პირველი კვარტალის საბო­ლოო შედეგების შესახებ. მან აღნიშნა, რომ პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პრო­­დუქტის ზრდის რეალურმა მაჩვენებელმა 11,4% შეადგინა და იმედი გამოხატა, რომ ტემპები გაიზრდება, ორნიშნა მაჩვენებელი შენარჩუნებული იქნება და წლის გან­მავლობაში იგი 12-15%-ს შეადგენს. მან თქვა, რომ წლის ბო­ლოს საქართველოში ნომინალური შიდა პროდუქ-ტი 2300 დოლარს მიაღწევს და 5000 დოლარზე მეტი იქ­ნება ე.წ. PPP-ს მაჩვენებელი. ეს ძალზე მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონო­მიკის განვი­თარებისათვის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და ჩვენ წინაშე არსებუ­ლი პრობლემების მოგვარებისათვის. "ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს ეკონომიკის შემდგომ სტრუქტურულ რეფორმირებაზე, მისი განვითარებისათვის სხვა საფუძვლების ჩამოყა­ლიბებაზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. ვვარაუდობთ, რომ წელს საქარ­თველოს ეკონომიკაში შეიქმნება დამატებით 90 ათასი სამუშაო ადგილი", - დასძინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი