საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის სხდომები

2008 წლის 18 ივნისის სხდომა

2008 წლის 18 ივნისს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 13 საკითხი. დღის წესრიგი

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გურგენიძემ აღ­ნ­ი­შნა, რომ დღევანდელ სხდომაზე მთავრობა იმსჯელებს ,,საქართველოს 2008 წლის სა­ხე­ლ­მ­წიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში შესატან ცვლი­ლებებზე, აგრეთვე იმ კა­ნონპროექტების პაკეტზე, რომელთა მიზანია გადასახადების შემცირება. ჩვენ, თქვა მან, შემუშავებული გვაქვს საკმაოდ ფრთხილი, დაბალან­სებული ვარიანტი, რომელმაც შეი­ძ­ლე­ბა პარლამენტში გამართული დისკუსიის შემდეგ გარკვეული მოდიფიკაცია განიცადოს და საბოლოოდ უფრო რადიკალურიც გახდეს. გარდა ამისა, პაკეტი მოიცავს 2-3 კონკრეტულ ღონისძიებას, ცვლი­ლებებს კანონებში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში მეღვინეობის სექტორის, მევენა­ხეობის განვითარებას. ეს ძალზე მნიშვნელოვანი და დროულია, რადგან რთველი გვიახლოვდება.



საქართველოს მთავრობის კანცელარიის საორგანიზაციო დეპარტამენტი