საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის სხდომები

2008 წლის 6 აგვისტოს სხდომა

2008 წლის 6 აგვისტოს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 34 საკითხი. დღის წესრიგი

მთავრობის სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გუ­რ­გე­ნი­ძე შეეხო საქართველოში მიმდინარე ინფლაციურ პროცესებს. მან თქვა, რომ ივლისი, ისევე როგორც ივნისი, იყო დეფლაციური. ინფლაციამ -1,2% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ივლისში ფასებმა 1,2%-ით დაიკლო. ტრენდი არის ძალიან კარგი. თუ მაისში იყო ფა­სე­ბ­ის მატება 0,7%-ით, ივნისში დაფიქსირდა მცირე კლება, 0,1%-ით, ხოლო ივლისში ამ კლე­ბ­ამ უკვე 1,2% შეადგინა. შედეგად, დადგინდა წლიური ინფლაცია, რომელიც ივლისის ბო­ლო­ს­თ­ვის არის 9,8%, ანუ შემცირდა 11%-დან 9,8%-მდე და პირველად ძალიან ბევრი ხნის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელმა შეადგინა ერთნიშნა ციფრი. ეს ძალიან დადებითი ტრენდია. ბუნებრივია, ჩვენ ამაზე შეჩერება არ შეგვიძლია. შეგახსენებთ, ეროვნული ბა­ნ­კის მიზანია, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის ინფლაციის მაჩვენებელი იყოს 8%, რაც სრულიად ნორმალური იქნება ჩვენნაირი ზრდის მქონე ქვეყნისათვის. დღესდღეობით, სა­ქა­რ­თ­ველოში არსე­ბული ინფლაციის დონე ყველაზე დაბალია რეგიონში, ჩვენს სა­მე­ზო­ბ­ლო­ში. ინ­ფლაციის უფრო მაღალი დონეა აღმოსავლეთ ევროპის მრავალ ქვეყანაში. ხა­ზ­გა­ს­მით მინდა აღვნიშნო ამ საქმეში ეროვნული ბანკის ძალიან დიდი დამსახურება და მა­დ­ლო­ბა გადავუხადო მის კოლექტივს პროფესიონალიზმისა და გამბედაობისათვის. ის, რომ ივნის-ივლისში ჩვენ დეფლაციური ფონი გვაქვს, პირველ რიგში ეროვნული ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთების მატების გზით გადაგმული გაბედული ნაბიჯების შედეგია. თუ­მ­ცა, ეს ჩემი პირადი აზრია, ამ დეფლაციურ ფონზე ალბათ ახლო მომავალში შესაძლებელი იქნება გარკვეულწილად, და სულ მცირედით, საპროცენტო განაკვეთების შემცირება. ხა­ზ­გა­ს­მით მინდა აღვნიშნო, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული ბანკის გადასაწყვეტია, მე მხოლოდ ჩემს პირად აზრს ვაფიქსირებ. კიდევ ერთხელ მადლობა მათ.
შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დამსწრეთ შეახსენა, რომ წინა სხდომაზე დარიგდა მთავრობის 50-თვიანი პროგრამის სამუშაო ვერსია. მან თქვა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გასული კვირის განმავლობაში გაიმართა რამ­დენიმე თათბირი გა­ფა­რ­თო­ე­ბ­უ­ლი ფორმატით, მათ შორის უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით. განხილული იყო სა­კი­თ­ხები, რომლებიც ეხებოდა წყალმომარაგებას, ენერგეტიკას და ა.შ. ასევე გაიმართა შე­ხ­ვე­დ­რე­ბი რამდენიმე სამინისტროსთან ამ თემატიკასთან დაკავშირებით. მიმდინარე კვი­რა­ში კიდევ რამდენიმე ასეთი შეხვედრაა დაგეგმილი, მათ შორის დღეს, და ამის შედეგად მთ­ა­ვ­რობის მომდევნო სხდო­მისათვის ალბათ თავმოყრილი იქნება ყველა ის შენიშვნა, და­მა­ტ­ე­ბი­თი ინიციატივა თუ მოსაზრება, რაც ამ პროგრამას საბოლოო სახეს მისცემს, რათა შე­მ­დ­ეგ ჩვენ იგი პრეზიდენტს წარვუდგინოთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გა­და­უ­ხა­და ყველას გაწეული მუშაობისათვის და დასძინა, რომ ამ ერთი კვირის გა­ნ­მა­ვ­ლო­ბა­ში ყველა სამინისტროს მართებს ძალიან დაძაბულ რეჟიმში მუშაობა, რათა 50-თვიანი პრ­ო­გ­რა­მ­ის საბოლოო ვარიანტი შევიმუშაოთ.



საქართველოს მთავრობის კანცელარიის საორგანიზაციო დეპარტამენტი