საქართველოს მთავრობა – ანონსები

პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთს ეწვევა ამოსაბეჭდი ვერსია

2019-04-14

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 15 აპრილს ოფიციალური ვიზიტით რუმინეთს ეწვევა. 

რუმინეთის მთავრობის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. საქართველოს მთავრობის მეთაურს რუმინელი კოლეგა ვასილიკა-ვიორიკა დენჩილა უმასპინძლებს. შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. ასევე, დაგეგმილია ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმება, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და რუმინეთის კულტურისა და ეროვნული იდენტობის მინისტრი ვალერ დანიელ ბრეაზი მოაწერენ ხელს. 

რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტ კლაუს იოჰანის და რუმინეთის სენატის პრეზიდენტს შეხვდება, ასევე ესტუმრება წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტერს და რუმინეთის დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ  მებრძოლთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. 

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, დეპუტატი ისკო დასენი იმყოფებიან.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური