საქართველოს მთავრობა – ანონსები

პრემიერ-მინისტრი ხვალ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ეწვევა ამოსაბეჭდი ვერსია

2019-03-26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხვალ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ეწვევა.

მთავრობის მეთაური ქობულეთში 14:00 საათზე მწვანე ქალაქისა და გოლფის მოედნის „Green Resort"-ის მშენებლობის ადგილს დაათვალიერებს და პროექტის პრეზენტაციას დაესწრება.

პრემიერ-მინისტრი აჭარის რეგიონში სტუმრობისას ბათუმში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესს გაეცნობა.

დღის ბოლოს, 19:00 საათზე, მამუკა ბახტაძე ბათუმის ილია ჭავჭავაძის დრამატული თეატრის საზეიმო გახსნის ცერემონიას დაესწრება, რასთან დაკავშირებითაც დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების მიხედვით დადგმული სპექტაკლის - „KLDIASHVILI.GE" პრემიერა გაიმართება.

 


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური