საქართველოს მთავრობა – ანონსები

ინაუგურაციის ცერემონიის აკრედიტაციები 14 დეკემბერს გაიცემა

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე აკრედიტაციების მისაღებად განაცხადების მიღება დასრულებულია.

მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, რომლებმაც აკრედიტაციის მისაღებად განაცხადი წარადგინეს, აკრედიტაციების გატანა შეეძლებათ 14 დეკემბერს, 12:00-დან 20:00 საათამდე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან (მის: ინგოროყვას #7).

ინაუგურაციის ცერემონიის სტუმრების დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, გადატვირთული მოძრაობის გამო, შესაძლო შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, მედიასაშუალებებს მივმართავთ თხოვნით, 16 დეკემბერს, თელავში გამოცხადდნენ არაუგვიანეს 12:00 საათისა და თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და სააკრედიტაციო ბარათები, რომლებიც ინაუგურაციის ცერემონიის გაშუქების მიზნით გადაეცემათ.

აკრედიტაციები გაიცემა შეზღუდული რაოდენობით. აკრედიტაციის ბარათების არმქონე მედიასაშუალებების წარმომადგენლები ღონისძიების გასაშუქებლად არ დაიშვებიან.