საქართველოს მთავრობა – ანონსები

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ჟურნალისტების აკრედიტაციას აცხადებს

2018-08-16

საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ანგელა მერკელის ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური მედიასაშუალებებისთვის აცხადებს აკრედიტაციას.

მედიასაშუალებებს მივმართავთ თხოვნით, 20 აგვისტომდე, ჟურნალისტების, ოპერატორების, ფოტოგრაფებისა და ტექნიკური პერსონალის პირადი მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) მიაწოდონ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურს ელექტრონულ მისამართზე - pressoffice@gov.ge.

მედიის არააკრედიტებული წარმომადგენლები ღონისძიებების გასაშუქებლად არ დაიშვებიან.