საქართველოს მთავრობა – ანონსები

პრემიერი უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაციის ხელმოწერას დაესწრება ამოსაბეჭდი ვერსია

2017-02-28

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ხვალ, ევროპარლამენტში, საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაციის ხელმოწერის ცერემონიას დაესწრება.

საქართველოს მთავრობის მეთაური ბრიუსელში იმყოფება.
ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილი შეხვედრას გამართავს ევროპარლამენტის თავმჯდომარე ანტონიო ტაიანისთან.
საბოლოო ცვლილება რეგულაციაში, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღებას ითვალისწინებს, ევროკავშირის საბჭომ 27 თებერვალს დაამტკიცა. განახლებული რეგულაცია რამდენიმე დღეში ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება. გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში კი, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ.