საქართველოს მთავრობა – ანონსები

23 დეკემბერს, 12:00 საათზე, „მთის კურორტების განვითარების კომპანია„ გუდაურში ახალ საბაგიროს გახსნის

2016-12-22

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია" 23 დეკემბერს, 12:00 საათზე, გუდაურში ახალ საბაგიროს გახსნის.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, დაესწრება.

გუდაურში დამონტაჟდა მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებლის „Doppelmayr"-ის საბაგირო, რომლის მშენებლობა განახორციელა "Black sea Group" -მა. ახალი საბაგიროს ღირებულება 20 მილიონი ლარია.

გუდაურის კურორტზე მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისა და ახალი საბაგიროს გახსნის ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია იმ პიროვნებათა დაჯილდოება, რომლებმაც გასული საუკუნის 80-იან წლებში უდიდესი წვლილი შეიტანეს კურორტის განვითარებაში.