საქართველოს მთავრობა – ანონსები

13 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი კახეთს ეწვევა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-11-13

გიორგი კვირიკაშვილი სოფელ ბაკურციხეში დავით სარაჯიშვილის რესტავრირებულ სახლ-მუზეუმს დაათვალიერებს და ახლადაშენებული სასტუმრო კომპლექსის გახსნის ცერემონიას დაესწრება, რომელიც 14:00 საათზე გაიმართება.
გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში ცნობილი მეცენატისა და ქართული კონიაკის ფუძემდებლის, დავით სარაჯიშვილის სახლ-მუზეუმის კომპლექსს- სასტუმრო-მარანს, საცხოვრებელ სახლს, საცავ-მაცივარს ჩაუტარდა სათანადო აღდგენითი სამუშაოები. სამუშაოები შეასრულა შპს „კომპანია ბლექ სი გრუპ"-მა ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ. სახლ-მუზეუმის კომპლექსში გაჩნდა ახალი სამუშაო ადგილები, დასაქმდა 150 -მდე ადამიანი, უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეობა. პროექტის ღირებულება 700 000 ლარს შეადგენს.