საქართველოს მთავრობა – ანონსები

7 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი რაჭას ეწვევა

2016-08-06

გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება ნიკორწმინდის ტაძრის აგების 1000 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ლიტურგიას და სამონასტრო კომპლექსის კურთხევის ცერემონიალს.

პრემიერ-მინისტრი შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო "შაორის" სამშენებლო სამუშაოებსაც დაათვალიერებს, რომლის მშენებლობა სახელმწიფო პროგრამის - „უმასპინძლე საქართველოში" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.