საქართველოს მთავრობა – ანონსები

26 მარტს, 16:00 საათზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნება ამოსაბეჭდი ვერსია

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნება. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.

კომპანია „ქართული ზეთისხილის" საწარმო, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს თანამშრომლობის შედეგად, „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების" პროგრამის ფარგლებში აშენდა.