საქართველოს მთავრობა – ანონსები

21 მარტს, 15:00 საათზე, პრემიერ-მინისტრი ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარ სესილია მალმსტრომს შეხვდება ამოსაბეჭდი ვერსია

2016-03-20

21 მარტს, 15:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარ სესილია მალმსტრომს შეხვდება. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ევროკომისარი ასევე გამართავენ შეხვედრას ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრებთან. ღონისძიება გაიმართება 16:00 საათზე, სასტუმროში „ქორთიარდ მარიოტი."


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური