საქართველოს მთავრობა – ანონსები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 16 მარტს აჭარას ეწვევა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-03-15

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობას ჩაუყრის საფუძველს. მრავალპროფილური საავადმყოფო 170 საწოლზე იქნება გათვლილი. თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარით აღჭურვილი სამკურნალო დაწესებულება პაციენტებს მაღალი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებს. პრემიერ-მინისტრი ასევე დაათვალიერებს მრავალფუნქციურ სასტუმრო საცხოვრებელ კომპლექს "Porta Tower-ს", რომლის მშენებლობაც 2016 წლის ზაფხულში დასრულდება.

გიორგი კვირიკაშვილი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის „IUHB" გახსნის ცერემონიას დაესწრება. ჰოსპიტალი 103 პაციენტზეა გათვლილი და 400 ადამიანია დასაქმებული. სამედიცინო პერსონალი, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი პროფესიონალებით დაკომპლექტდა. მაღალი სამედიცინო-ტექნოლოგიური სტანდარტებით და მაღალი კლასის მომსახურებით გამორჩეული კლინიკა, რეგიონის მაცხოვრებლებს შესაძლებლობას მისცემს აჭარაშივე იყვნენ უზრუნველყოფილი მაღალი ხარისხის ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურებით.

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ვიზიტის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერებს.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური