საქართველოს მთავრობა – ანონსები

26 იანვარს, პრემიერ-მინისტრი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ახალი, კინოინდუსტრიის კომპონენტის პრეზენტაციას გამართავს ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ახალი, კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტის პრეზენტაციას გამართავს.

ახალი სახელმწიფო ინიციატივის ფარგლებში, კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობა ეძლევათ, გადაიღონ ფილმი და კვალიფიციური ხარჯების 25%-მდე უკან დაიბრუნონ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში" კიდევ ერთი, ახალი, კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი დაემატა. ახალ პროგრამას საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი გააცნობს. პროგრამის პრეზენტაციას დაესწრებიან ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელები. ღონისძიება 26 იანვარს, 14:00 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ქარვასლაში" (სიონის ქ. #8) გაიმართება.

პროგრამის „გადაიღე საქართველოში" მიზანია, საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში მიმზიდველ გადასაღებ ცენტრად იქცეს. შესაბამისად, ახალი კომპონენტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს პოპულარიზაციას ხელსაყრელი გადასაღები ლოკაციებისა და უცხოელი კინომწარმოებლების მოზიდვის კუთხით.