საქართველოს მთავრობა – ანონსები

პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკას ეწვევა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-11-12

13 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკას ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს და ეროვნული საბჭოს სპიკერს, პეტერ პელეგრინს შეხვდება. დაგეგმილია ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობასა და სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის, გაფორმდება შემდეგი დოკუმენტები: "შეთანხმება დანაშაულთან ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ", "უნებართვოდ მყოფი პირების რეადმისიის შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმების განხორციელების პროტოკოლი", "შეთანხმება მგზავრებისა და ტვირთის საავტომობილო გადაზიდვების შესახებ".

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური