საქართველოს მთავრობა – ანონსები

დღეს, 15.00 საათზე, გარდაბანში, პრემიერ-მინისტრი «ჰენკელის» ქარხნის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრება ამოსაბეჭდი ვერსია

2015-11-10

დღეს, 15.00 საათზე, გარდაბანში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი «ჰენკელის» ქარხნის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქიმიურ სექტორში მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანია «ჰენკელის» საქართველოთი 2013 წლის ბოლოს დაინტერესდა. კომპანია დაფუძნდა გერმანიაში. მსოფლიო მასშტაბით, «ჰენკელის» ასაქმებს 49 000 ადამიანს და მისმა შემოსავალმა 2014 წელს 19.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. «ჰენკელის» 2013-2014 წლების მანძილზე შეისწავლა საქართველოს საინვესტიციო გარემო, დაათვალიერა სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებული სხვადასხვა მიწა და საბოლოოდ 2014 წლის ზაფხულში გადაწყვიტა წებოცემენტის საწარმოს აშენება გარდაბნის მუნიციპალიტეტში. საწარმოში დასაქმდება 35 ადამიანი და განხორციელდება 8 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია.

ადგილმდებარეობა: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისი-რუსთავის შემოვლითი გზა 36-ე კილომეტრი, «ჰენკელის» მშენებარე ქარხნის ტერიტორია.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური