საქართველოს მთავრობა – ანონსები

27 აგვისტოს პრემიერ–მინისტრი ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება ამოსაბეჭდი ვერსია

2015-08-26

27 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება. შეხვედრა 11.30 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგ მხარეები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. მთავრობის მეთაური ნატო-ს გენერალურ მდივანს სამუშაო სადილზე უმასპინძლებს. 14.00 საათზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კრწანისის სამხედრო ბაზაზე ნატო-ს სასწავლო ცენტრს გახსნიან.