საქართველოს მთავრობა – ანონსები

პრემიერ-მინისტრის მოწვევით, თბილისს საუდის არაბეთის პრინცი ეწვევა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-06-09

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით, თბილისს ხვალ საუდის არაბეთის პრინცი, მისი აღმატებულება ალ ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზის ალ საუდი ეწვევა.

პრინცს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დახვდება.

16:00 საათზე, დაგეგმილია პრინც ალ ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზის ალ საუდის შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, რის შემდეგაც, 16:45 საათზე, მხარეები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ვიზიტის ფარგლებში, საუდის არაბეთის პრინცი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდება, ასევე, საინვესტიციო ობიექტებს დაათვალიერებს.

ვიზიტის დასასრულს, მაღალი რანგის სტუმარს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს.

პრინცი ალ ვალიდ ბინ ტალალი, საუდის არაბეთის სამეფოს დამფუძნებლის და პირველი მმართველის, მეფე აბდულაზიზ ალ საუდის შთამომავალია.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური