საქართველოს მთავრობა – ანონსები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 7 ივნისს აჭარას ეწვევა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-06-06

ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში 5 ვარსკვლავიან სასტუმრო "ლეო გრანდს" გახსნის. მაღალი კლასის სასტუმრო კომპლექსში 35 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

182 ნომრიან სასტუმროში საპრეზიდენტო აპარტამენტები, საკონფერენციო დარბაზები, რესტორანი, კლუბი და სპა ცენტრია განთავსებული. სასტუმროში 700 ადამიანი დასაქმდება.

აჭარაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი "ორბი ჯგუფის" ახალი პროექტის "Orbi Beach Tower"-ის მშენებლობას ჩაუყრის საფუძველს.

39 სართულიანი, 785 ნომერზე გათვლილი სასტუმრო კომპლექსის ინვესტიციის მოცულობა 40 მილიონ ლარს შეადგენს. მშენებლობაზე დასაქმებულია 400 ადამიანი, მშენებლობის დასრულების შემდგომ კი 200 ადამიანის დასაქმდება.  
სასტუმროს მშენებლობა 2013 წლის მარტში დაიწყო და 2016 წლის ოქტომბერში დასრულდება.