საქართველოს მთავრობა – ანონსები

ირაკლი ღარიბაშვილი რიგაში ფრანსუა ოლანდს და ანგელა მერკელს შეხვდება ამოსაბეჭდი ვერსია

2015-05-21

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რიგაში საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს, ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცს და იტალიის პრემიერ-მინისტრ მატეო რენცის შეხვდება. მთავრობის მეთაური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს შვედეთის პრემიერ-მინისტრ სტეფან ლოფენთან, ბელგიის პრემიერ-მინისტრ შარლ მიშელთან, ხორვატიის პრემიერ-მინისტრ ზორან მილანოვიჩთან, სლოვენიის პრემიერ-მინისტრ მირო ცერართან, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვთან და საბერძნეთის პრემიერ-მინისრტ ალექსის ციფრასთან. დღეს კი, ირაკლი ღარიბაშვილს ლატვიის პრეზიდენტი ანდრის ბერზინში უმასპინძლებს. შეხვედრების მთავარი თემა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ორმხრივი პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობები იქნება. ირაკლი ღარიბაშვილი რიგაში „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტზე საქართველოს სამთავრობო დელეგაციას ხელმძღვანელობს, რომლის შემადგენლობაში სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი იმყოფებიან.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური