საქართველოს მთავრობა – ანონსები

ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით რიგაში იმყოფება ამოსაბეჭდი ვერსია

2015-05-20

 

საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, რიგაში იმყოფება.

მთავრობის მეთაური 21-22 მაისს მონაწილეობას მიიღებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტში, ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებებს, რომლებიც დელეგაციების ხელმძღვანელების პატივსაცემად გაიმართება.

რიგაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

ვიზიტის პირველი შეხვედრა ლატვიის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, სადაც ირაკლი ღარიბაშვილს ლატვიის პრეზიდენტი ანდრის ბერზინში უმასპინძლებს.

დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრები, საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან, იტალიის პრემიერ-მინისტრ მატეო რენცისთან, შვედეთის პრემიერ-მინისტრ სტეფან ლოფენთანბელგიის პრემიერ-მინისტრ შარლ მიშელთან,ხორვატიის პრემიერ-მინისტრ ზორან მილანოვიჩთანსლოვენიის პრემიერ-მინისტრ მირო ცერართანბულგარეთის პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვთან და საბერძნეთის პრემიერ-მინისრტ ალექსის ციფრასთან.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლაევროპის სოციალისტური პარტიის ფორუმზე.

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, დავით ბაქრაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი იმყოფებიან, რიგას 22 მაისს დატოვებს. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური