საქართველოს მთავრობა – ანონსები

,,ძლიერი რეგიონი ძლიერი საქართველოსთვის'' პროექტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი იმერეთის რეგიონს ეწვევა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-04-24

სამთავრობო პროგრამის - „ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის" ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხვალ იმერეთის რეგიონს ეწვევა.

რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციამდე, 10:00 საათზე, ირაკლი ღარიბაშვილი დაბა ხარაგაულში ახალ სამედიცინო პუნქტს გახსნის და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება.

ასევე დაგეგმილია პრემიერის სტუმრობა წყალტუბოში,სადაც 11:30 საათზე, მთავრობის მეთაური ცენტრალური პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს და წყალტუბოს განახლებულ სამკურნალო აბაზანებს დაათვალიერებს, ასევე გაეცნობა ცივ ტბაზე მოწყობილ ინფრასტრუქტურას.

პრემიერ-მინისტრი რეგიონში მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით, ასევე შეხვედრას გამართავს რეგიონის გუბერნატორსა და იმერეთის რაიონების გამგებლებთან, რის შემდეგაც, 14:00 საათზე, ქუთაისში, სასტუმრო „ბაგრატში" ბიზნესწრეების წარმომადგენლებს იმერეთის რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალს გააცნობს.

პროექტი „ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის", საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ხორციელდება და რეგიონებში წარმოების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

„ძლიერი რეგიონი ძლიერი საქართველოსთვის" პროექტის შესახებ ვრცლად იხილეთ: http://gov.ge/

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური