საქართველოს მთავრობა – ანონსები

,,ძლიერი რეგიონი ძლიერი საქართველოსთვის'' პროექტის ფარგლებში, პრემიერი ხვალ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთს ეწვევა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-04-17

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ახალი სამთავრობო პროექტის - „ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის" პრეზენტაციას ხვალ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში გამართავს.
მთავრობის მეთაური ბიზნესმენებს ამბროლაურის კულტურის სახლში 14:00 საათზე შეხვდება და რეგიონში არსებულ საწარმოო პოტენციალს გააცნობს.
ახალი პროგრამა - „ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის", პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ხორციელდება. ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, შესწავლილია ყველა რაიონსა და ქალაქში არსებული რესურსი, რათა ხელისუფლებამ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი რაიონებში ბიზნესისა და ადგილობრივი წარმოების განვითარებას.
სამთავრობო პროგრამის წარდგენამდე, 12:00 საათზე, პრემიერ-მინისტრი ჭრებალოს ღვინის ქარხანას ესტუმრება, სადაც კიდევ ერთი ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. მთავრობის მეთაური ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ისაუბრებს პროგრამაზე, რომელიც მცირე და მიკრომეწარმეობის განვითარებას ისახავს მიზნად.
რეგიონში სტუმრობისას დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერატორსა და რაიონების გამგებლებთან.

„ძლიერი რეგიონი ძლიერი საქართველოსთვის" პროექტის შესახებ ვრცლად იხილეთ: http://gov.ge/

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური