საქართველოს მთავრობა – ანონსები

,,ძლიერი რეგიონი ძლიერი საქართველოსთვის'' პროექტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი 15 აპრილს კახეთს ეწვევა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-04-15

ახალი სამთავრობო პროექტის - „ძლიერი რეგიონი ძლიერი საქართველოსთვის" ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 15 აპრილს კახეთს ეწვევა.

13:00 საათზე ირაკლი ღარიბაშვილი სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანში „დელტას" სეტყვის საწინააღმდეგო რადარს და საცეცხლე დანადგარს დათვალიერებს.

15:00 საათზე მთავრობის მეთაური სიღნაღში (სასტუმროში „კაბადონი") ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდება და კახეთის ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციას გამართავს.

„ძლიერი რეგიონი ძლიერი საქართველოსთვის" პროექტის შესახებ ვრცლად იხილეთ: http://gov.ge/

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური