პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში

10-11 სექტემბერს საქართველოს პრემიერ მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე ბრიუსელში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ვლადიმერ გურგენიძე შეხვდა ევროსაბჭოს საგარეო ურთიერთობების გენერალური დირექტორის მოადგილეს ბ-ნ ჰიუჯ მინგარელს ( Hugues Mingareli), ევროსაბჭოს საგარეო ურთიერთობების დირექტორს გინარ ვიეგანდს (Gunnar Wiegand), საგარეო ურთიერთობების კაბინეტის წევრს ემა უდვინს (Emma Udwin) ევროპული თანამეგობრობის პოლიტიკის ევროკომისარს ბენიტა ფერერო-ვალდნერს ( Benita Ferrero-Waldner).

ვიზიტის დასასრულს პრემიერ-მინისტრი შეხვდა ევროკომისარს ვაჭრობის საკითხებში პიტერ მანდელსონს (Peter Mandelson).


საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი