საქართველოს მთავრობა – 2024 წლის სიახლეები

მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა ამოსაბეჭდი ვერსია

2024-04-07

  ..


მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა მიმდინარე ეკონომიკური პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

იმსჯელეს თბილისში ახალი აეროპორტის განვითარებასთან დაკავშირებული შესწავლის შედეგებზე, რომელიც აზიის განვითარების ბანკისა და აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლობით ჩატარდა.

ამასთან, სხდომაზე იმსჯელეს ენერგეტიკის სფეროს განვითარების შესახებ. კერძოდ, საუბარი შეეხო განახლებადი წყაროებიდან ენერგოპროექტების მხარდაჭერის ახალ მექანიზმებს, რისთვისაც განახლებულ პირობებს მთავრობა უახლოეს პერიოდში დაამტკიცებს.

 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური