საქართველოს მთავრობა – 2024 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია

2024-03-07

დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას 80 წელი შეუსრულდებოდა.

ჟიული შარტავა გმირობისა და თავგანწირვის მაგალითია თითოეული ჩვენგანისთვის და მომავალი თაობებისთვის. მან საკუთარი სიცოცხლე გაწირა და ქართველი კაცის ღირსების სიმბოლოდ იქცა.

მჯერა, ისტორია მის გმირობას არასოდეს დაივიწყებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი კობახიძე