საქართველოს მთავრობა – 2024 წლის სიახლეები

აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი ირაკლი კობახიძეს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს ამოსაბეჭდი ვერსია

2024-03-04

აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

მისალოც წერილშია აღნიშნულია, რომ აზიის განვითარების ბანკი, როგორც სანდო პარტნიორი, მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს განვითარების მხარდაჭერას.

„აზიის განვითარების ბანკის სახელით გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას.

იმედის თვალით შევყურებ თქვენი მტკიცე ხელმძღვანელობის პირობებში საქართველოსთან ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას პრიორიტეტების ფართო სპექტრზე წარმატებული თანამშრომლობის საფუძველზე. ამ პრიორიტეტებს შორისაა: ერთობლივი ძალისხმევა კლიმატის ცვლილებების შედეგებზე საპასუხოდ, ასევე დეკარბონიზაციის მხარდაჭერა, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის წახალისება და კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობა.

გარდა ამისა, ნება მომეცით, ხაზგასმით გამოვხატო მადლიერება საქართველოს მთავრობის მიმართ ამა წლის მაისში თბილისში აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის მასპინძლობისთვის. თქვენი ხელისუფლების გულუხვობა და სამაგალითო ორგანიზება ჩვენთვის დიდი პატივია. მოუთმენლად ველი ამ შეხვედრის წარმატებით ჩატარებას.

გარწმუნებთ, რომ აზიის განვითარების ბანკი, როგორც სანდო პარტნიორი, მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს განვითარების დღის წესრიგის მხარდაჭერას ორმხრივი ნდობისა და პატივისცემის საფუძველზე. გისურვებთ წარმატებას ახალ თანამდებობაზე", - აღნიშნულია წერილში.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური