საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილმა, სომეხ კოლეგას ნიკოლ ფაშინიანს დელეგაციასთან ერთად სამუშაო სადილზე უმასპინძლა ამოსაბეჭდი ვერსია

2021-12-20

...

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სომეხ კოლეგას ნიკოლ ფაშინიანს დელეგაციასთან ერთად სამუშაო სადილზე უმასპინძლა.

პრემიერ-მინისტრებმა ფუნიკულიორის ტრამვაით იმგზავრეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს. 

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია, რომლის ფარგლებშიც ირაკლი ღარიბაშვილის და ნიკოლ ფაშინიანის თავმჯდომარეობით ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა.

 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური