საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან და შვილთან ერთად ფრიდონ სულაბერიძის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტს დაესწრო ამოსაბეჭდი ვერსია

2021-12-09

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან და შვილთან ერთად ლეგენდარული მოცეკვავის და ქორეოგრაფის ფრიდონ სულაბერიძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტს დაესწრო.

მთავრობის მეთაურმა ფრიდონ სულაბერიძეს ქართული ქორეოგრაფიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ფრიდონ სულაბერიძემ მთელი ცხოვრება კულტურული ტრადიციების აღორძინებასა და პოპულარიზაციას მიუძღვნა.
პრემიერ-მინისტრთან ერთად ფრიდონ სულაბერიძის საიუბილეო კონცერტზე იმყოფებოდნენ თბილისის მერი კახი კალაძე და ვიცე-პრემიერი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი მეუღლეებთან ერთად.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური