საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია

2021-12-07

 

დღეს ნოე რამიშვილის - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთი თვალსაჩინო შემოქმედის, მთავრობის პირველი თავმჯდომარისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გარდაცვალების დღეა.

პირველი რესპუბლიკის ყველაზე ავტორიტეტულმა პოლიტიკოსმა, ბოლშევიზმთან შეურიგებელმა მებრძოლმა „რკინის მინისტრმა" უდიდესი ძალისხმევა გასწია სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნისა და ქვეყნის დემოკრატიული აღმშენებლობისათვის.

ჩემი შინაგან საქმეთა მინისტრად მუშაობისას სამინისტროს შენობაში მისი ბიუსტის გახსნითა და ქუჩისთვის სახელის მინიჭებით ჩვენ პატივი მივაგეთ ევროპული მომავლისაკენ სწრაფვის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იმ იდეალებს, რომელთაც ნოე რამიშვილმა საკუთარი ცხოვრება მიუძღვნა.

მისი ღვაწლი კვლავაც სამაგალითოდ დარჩება ყველასთვის, ვისთვისაც სამშობლოს მსახურება უზენაესი მიზანია.



საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი