საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილმა კიევში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო და ჰოლოდომორის მემორიალთან პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას ამოსაბეჭდი ვერსია

2021-08-22

  ..

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებთან ერთად, უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.

მთავრობის მეთაურმა ასევე პატივი მიაგო ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნას.

მემორიალთან პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური