საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი ჯანდარის სკოლაში - 2021-2022 ახალ სასწავლო წელს, საქართველოს მასშტაბით მოსწავლეები 64 ახალაშენებულ სკოლაში შეხვდებიან ამოსაბეჭდი ვერსია

2021-08-10

  ..

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესა და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარის საჯარო სკოლას ეწვია, რომლის მშენებლობაც რამდენიმე თვის წინ დასრულდა.

ჯანდარის აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით აშენდა. ახალი სკოლა 300 მოსწავლეზეა გათვლილი და პროექტის სრული ღირებულება 3 მილიონ 882 ათასი ლარია.

ჯანდარის საჯარო სკოლის მშენებლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გაზაფხულზე დაასრულა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებულ სკოლას აქვს გარე და შიდა სპორტული მოედნები, ბიბლიოთეკა, ლაბორატორიები და კლას-კაბინეტები. ახალი სასწავლო წლისთვის მოსწავლეთა მისაღებად სკოლა მზად არის.

2021-2022 ახალ სასწავლო წელს, საქართველოს მასშტაბით მოსწავლეები 64 ახალაშენებულ და 64 სრულად რეაბილიტირებულ საჯარო სკოლაში შეხვდებიან.

ჯანდარის ახალაშენებულ საჯარო სკოლაში, მთავრობის მეთაურთან ერთად იმყოფებოდნენ, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის რეგიონში შოთა რეხვიაშვილი.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური