საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის მილოცვა ამოსაბეჭდი ვერსია

2021-06-23

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 27 წლისთავს გილოცავთ სამსახურის პირად შემადგენლობას, ხელმძღვანელებს, თითოეულ თანამშრომელსა და ვეტერანს, ყველას, ვინც ერთგულად დგახართ ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე.

ამ დღეს კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გმირულად დაღუპულ თქვენს თანამებრძოლთა ნათელ ხსოვნას.

არ არსებობს უფრო ღირსეული საქმე, ვიდრე ხალხისა და სახელმწიფოს მსახურებაა. ამ წლების განმავლობაში თითოეული თქვენგანის პროფესიონალიზმისა და თავდადების წყალობით სპეციალური სამსახური საერთაშორისო სტანდარტების უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტად ჩამოყალიბდა, რომელსაც ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს სახელმწიფო ინტერესების დაცვასა და ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებაში.

მადლობას გიხდით ქართული სახელმწიფოს მსახურებისათვის და მომავალ წარმატებებს, კეთილდღეობასა და მშვიდობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი