საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

მოლდოვის  პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს ამოსაბეჭდი ვერსია

2021-03-11

მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი აურელიუ ჩოკოი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. მისალოც წერილში მან ხაზი გაუსვა მოლდოვასა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და განმტკიცების მნიშვნელობას.

„მოლდოვის რესპუბლიკისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას.
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა მიაღწევს შემდგომ წინსვლას თავისი ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის განხორციელების გზაზე და უზრუნველყოფს ცხოვრების მაღალ სტანდარტებს მოქალაქეებისთვის.
ვსარგებლობ ამ შემთხვევით, რომ კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ მზადყოფნა ჩვენს მთავრობებს შორის დიალოგის გაგრძელებასთან დაკავშირებით, რომლის მიზანია მოლდოვასა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება და განმტკიცება ჩვენი ქვეყნებისა და მოქალაქეების საკეთილდღეოდ.
გისურვებთ წარმატებას თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში", - აღნიშნავს მოლდოვის პრემიერ-მინისტრი.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური