საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს ამოსაბეჭდი ვერსია

2021-03-04

ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. ოფიციალურ მილოცვაში ჩეხეთის პრემიერი ხაზს უსვამს საქართველოსთან მეგობრულ ურთიერთობებს და ადასტურებს მხარდაჭერას ქვეყნის დემოკრატიული ღირებულებების დაცვისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი.

„თქვენო აღმატებულებავ! გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას და პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადებას. ძალიან ვაფასებ პოზიტიურ, მეგობრულ ურთიერთობებს ჩეხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის. ვიმედოვნებ, ეს ურთიერთობები მომავალშიც გაღრმავდება საერთო ინტერესების ყველა სფეროში. გიდასტურებთ ჩეხეთის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს რეფორმების მხარდაჭერას, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის, ასევე ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. გისურვებთ წარმატებას თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში", - აღნიშნულია ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ მილოცვაში. 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური