საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავს ამოსაბეჭდი ვერსია

2021-01-09

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი გიორგი გახარიას, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავს.

როგორც მისალოც წერილშია აღნიშნული, უნგრეთი კვლავაც ერთგულია საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიული მნიშვნელობის შენარჩუნების საქმეში.

„ნება მიბოძეთ, მოგილოცოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა. გარწმუნებთ, რომ უნგრეთი კვლავაც ერთგულია საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიული მნიშვნელობის შენარჩუნების საქმეში. დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად რთული პერიოდისა, კვლავაც გაძლიერდება ჩვენი თანამშრომლობა, რომელიც ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე შეიქმნა და ბოლო წლებში კიდევ უფრო განვითარდა.

გისურვებთ დიდ წარმატებებს და ჯანმრთელობას თქვენს წინაშე მდგარი პასუხისმგებლობების შესრულების გზაზე", - აღნიშნულია მისალოც წერილში.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური