საქართველოს პრემიერ-მინისტრის გარემოსდაცვითი საკითხების განმხილველი სამდივნოს (სამსახური) ძირითადი ამოცანებია:
· ქვეყანაში გარემოსდაცვითი პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ურთიერთობების კოორდინაცია;
· მუნიციპალური გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა;
· სექტორული თანამშრომლობის ხელშეწყობა, კოორდინაცია და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
· „მწვანე ეკონომიკის" ინსტრუმენტებისა და „მწვანე ტექნოლოგიების" დანერგვის ხელშეწყობა;
· გარემოსდაცვით სფეროში მიმდინარე რეფორმების განხორციელების პროცესში მონაწილეობის მიღება და აღნიშნულ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების, საჯარო/კერძო სექტორის ჩართულობის ხელშეწყობა, თანამშრომლობის უზრუნველყოფა და მედიაცია;
· აქტუალური და პრიორიტეტული გარემოსდაცვითი საკითხების, ასევე კონკრეტული პროექტების გარემოსდაცვითი ინტერესების პრიორიტეტული დაცვის თვალსაზრისით განხილვა/შეფასება და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
· გარემოსდაცვითი ახალი საკითხების ინიციირება შესაბამის უწყებებში, უწყებათშორისი საკითხების პრიორიტეტიზაცია და მათი კოორდინირება; გარემოსდაცვით სფეროში მოქალაქეთა კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დაცვის ხელშეწყობა;
· საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;