საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ასტანას ეკონომიკურ ფორუმზე


ბატონო პირველო პრეზიდენტო და ერის ლიდერო,

პრეზიდენტო,

პრემიერ-მინისტრო,

პატივცემულო სტუმრებო,

ძვირფასო მეგობრებო,


მაქვს პატივი ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულტანში ამ მნიშვნელოვან საზოგადოებას - გლობალურ მოაზროვნეებს, გამოჩენილ ექსპერტებსა და დარგის გამოკვეთილ ლიდერებს მივმართო და მათთან ერთად განვიხილო გლობალური ეკონომიკის გამოწვევები, ტენდენციები და შესაძლებლობები.


უპირველეს ყოვლისა, სანამ სიტყვას წარმოვთქვამ, მინდა მადლობა გადავუხადო ყაზახეთის პირველ პრეზიდენტსა და ამ ფორუმის დამფუძნებელს ბატონ ნურსულტან ნაზარბაევს, რომელიც არის შორს მჭვრეტელი მოაზროვნე და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პოლიტიკური ლიდერი -  ადამიანი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა მთელი რეგიონის მშვიდობაში, სტაბილურობასა და კეთილდღეობაში.


უღრმესი მადლობა ქართველი ერის სახელით ყაზახეთის რესპუბლიკის პირველ პრეზიდენტს ნურსულტან აბიშეს ძე ნაზარბაევს იმ ფასდაუდებელი წვლილისთვის, რომელიც ყაზახეთისა და საქართველოს ურთიერთობებსა და პარტნიორობაში შეიტანა. ჩვენს ქვეყნებს მრავალსაუკუნოვანი ისტორია და და-ძმური დამოკიდებულება არა მხოლოდ შენარჩუნდა, არამედ ყოველდღიურად ძლიერდება.

ყაზახეთი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველოსთვის. ჩვენ დიდი პოლიტიკური და ხალხთაშორისი ურთიერთობები გააჩნია, თუმცა ეკონომიკური მიმართულებით მაინც ვხედავთ ასათვისებელ და შესაბამისად გასაზრდელი თანამშრომლობის უშველებელ პოტენციალს.

გუშინ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას მოეწერა ხელი ჩვენი ორმხრივ ურთიერთობებში არსებული მიმართულებების შემდგომი განვითარების მიზნით. ყველაზე მნიშვნელოვანს მინდა ხაზი გავუსვა, რადგან საგზაო რუკის შესახებ შეთანხმება 2019-2022 წლებში ჩვენს ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვის გაზრდას ისახავს მიზნად.

უშველებელი შესაძლებლობები გაგვაჩნია ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში და ბევრი სხვა მიმართულებით. ამ სფეროებში ერთობლივი პარტნიორობა შეიძლება შევქმნათ და მრავალ წარმატებას დავუდოთ საფუძველი ურთიერთის გამოცდილებისა და კონკრეტულ სფეროებში დაგროვილი ცოდნისა საფუძველზე.

საქართველოსა და ყაზახეთს დიდი ენერგეტიკული მიზიდულობა აკავშირებს. საქართველო სტრატეგიულად მდებარეობს ევროპასა და აზიას შორის, რაც ბუნებრივ ხიდად გვაქცევს ამ ორ კონტინენტს შორის, ხოლო ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყნისთვის - დანარჩენ მსოფლიოსთან ვაჭრობისთვის. საქართველოს შეუძლია ყაზახეთს შესთავაზოს ეს უპირატესობა, რაც დაგეხმარებათ და გააძლიერებს ლოგისტიკური მიმართულებით თქვენი პოტენციალის სრულ რეალიზაციაში.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, რამდენიმე ძალიან მაღალი პროფილის რეგიონული პროექტი გაგვაჩნია ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროებში. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც ჩინეთის „ერთი გზა, ერთი სარტყელის" ინიციატივას შეუერთდა და უძველესი აბრეშუმის გზის აღორძინების იდეის განუყოფელი ნაწილია. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ვახსენოთ ე.წ. შუა კორიდორის პროექტი, რომელიც შემუშავდა საქართველოს, ყაზახეთის, ჩინეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის მიერ. ეს პროექტი უშველებელ ეკონომიკურ შესაძლებლობებს შექმნის გლობალურ ეკონომიკაში.

ჩვენი ხედვა გლობალურ ეკონომიკაში საქართველოს ინტეგრაციას გულისხმობს ყველაზე ქმედითი გზით. ამ მიზეზით მეტად სრულყოფილი მიდგომა გაგვაჩნია, რაც იმავდროულად დაგვეხმარება გლობალური ვაჭრობის რეალურ პლატფორმად ჩამოყალიბებაში. პარალელურ რეჟიმში რეგიონის ქვეყნებთან ერთად ვახორციელებთ რეფორმებსა და ინიციატივებს, რათა უფრო ძლიერი რეგიონული მუხტი შევქმნათ.

როგორც უკვე ვახსენე, გვაქვს ჩვენი რეგიონის მრავალპროფილურ ცენტრად ქცევის ამბიცია. გვინდა გავხდეთ ბიზნესის კეთების, კაპიტალდაბანდებების, ფინანსებზე წვდომის, ინოვაციების, ტურიზმის, ვაჭრობისა და ლოგისტიკის ცენტრად.

ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ რეგიონში, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები გააჩნია როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან. რამდენიმე სხვა შეთანხმება იდება სწორედ ამ დროს, როცა თქვენს წინაშე ვსაუბრობ ჩემო მეგობრებო და ამ ტემპის შენარჩუნება  გვაქვს განზრახული. სხვაგვარად ვერც მოხერხდებოდა ასე სწრაფად ცვალებად სამყაროში.

ამ მიზნისკენ სავალ გზაზე განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ქვეყნის სატრანზიტო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას და ისეთ ტრადიციულ ინფრასტრუქტურასაც ვავითარებთ, როგორიცაა საგზაო ქსელი და გზატკეცილები. თუმცა, ახალ წარმადობას ვძენთ ჩვენს რკინიგზას და შავი ზღვის დასავლეთ სანაპიროზე თვისობრივად ღრმაწყლოვან პორტს ვაშენებთ.

ჩვენი გეგმების გასამყარებლად მრავალი ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ, რამაც აღმავლობის გზაზე საქართველო დინამიურ ეკონომიკად აქცია.

ამ პოლიტიკით მივაღწიეთ აქამდე არსებულთან ყველზე მაღალ საექსპორტო მაჩვენებლებს და მხოლოდ ბოლო წლების განმავლობაში შევძელით მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 13.2 პროცენტიდან 6.8 პროცენტამდე შეგვემცირებინა.

საქართველო მე-6 ადგილზეა მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში, მე-16 ადგილზეა „ჰერითიჯ ფონდის" ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში, მსოფლიო ბანკის მონაცემებით მე-3 ადგილზეა ყველაზე დაბალი საგადასახადო წნეხის რეიტინგში. ამასთანავე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საშუალოვადიან პერიოდში ყველაზე მაღალია რეგიონში. რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) წილობრივად საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი იქნება და 5.1 პროცენტს მიაღწევს 2019-2024 წლებში საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად.

ჩვენს ქვეყანას 8.5 მილიონი ადამიანის სტუმრობს წელიწადში, მაშინ როდესაც ქვეყნის მოსახლეობა 4 მილიონს არ აღემატება და დამეთანხმებით, რომ ეს ნამდვილად აღსანიშნავი მიღწევაა.

ამასთანავე, მსოფლიოს ყველაზე აღიარებულმა სარეიტინგო სააგენტოებმა გაგვიზარდეს საკრედიტო რეიტინგები. სულ ახლახან Moody's-ის გათვლებით საქართველოს საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე გაიზარდა. მიმდინარე წლის თებერვალში Fitch-მაც გაუზარდა საქართველოს რეიტინგი „BB-"-დან „BB"-მდე, ხოლო Standard and Poors-მა ჩვენი ზრდის პერსპექტივა  „სტაბილურიდან" „პოზიტიურში" გადაიყვანა.

მრავალპროფილურ ბიზნეს ცენტრს ვაშენებთ შავი ზღვის დასავლეთ სანაპიროზე. ყველა წინაპირობა გაგვაჩნია წარმატების მისაღწევად და ძალიან მოწადინებულნი ვართ ამ მიმართულებით.

ამ დიდ დარბაზში ბევრ ლიდერსა და ნოვატორს ვხედავ დღეს და ამიტომ მინდა განსაკუთრებით გავუსვა ხაზი შემდეგს:

რევოლუციური ტექნოლოგიების ხანაში და მე-4 სამრეწველო რევოლუციის პირობებში, გამოგონებებში კაპიტალდაბანდება და ხელშეწყობა აუცილებელია და ჩემი პირადი აღტკინებაა საქართველოში ინოვაციებით გაჯერებული ეკოსისტემა შევქმნა. პრინციპში, პირველი ქვეყანა ვართ მსოფლიოში, რომელმაც „ბლოკჩეინის" ტექნოლოგია დანერგა საჯარო სექტორში სერვისების უზრუნველყოფისთვის.

თუმცა, ყველანი დამეთანხმებით, რომ ინოვაციები და ჩვენი ქვეყნების მომავალი ვერ მოიაზრება ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობის აღიარების გარეშე. გლობალიზაციის ეპოქაში, სადაც მთავარია გლობალურად აზროვნება, თუმცა ადგილობრივი კონიუნქტურის მიხედვით ქმედება, მასშტაბური ჰორიზონტისა და უმაღლესი დონის ცოდნის მქონე ახალგაზრდა თაობა პირუთვნელ მომავალს შექმნის.

ველი რეფორმა დავიწყე საგანმანათლებლო სექტორში, რასაც საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ყველაზე გაბედულ ნაბიჯად მივიჩნევ. განათლების სისტემის ეს ახალი რეფორმა - ვიტყოდი - რევოლუციურია, ჩვენი ხალხისთვის კარდინალური ცვლილებების მომტანი და მომავალი თაობებისთვის ნამდვილად ეროვნული იდეაა!

ამ რეფორმის ფარგლებში საკანონმდებლო ინიციატივით გამოვედით, რომლის თანახმად მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) წილობრივად 6% ყოველწლიურად მიმართული იქნება განათლების სფეროში, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის მეოთხედია და ყველაზე მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ სწორედ ამ საკანონმდებლო დათქმის საფუძველზე ყველა შემდგომი მთავრობა მომდევნო ათწლეულების განმავლობაში იქნება ვალდებული კაპიტალდაბანდება მოახდინოს ადამიანური კაპიტალის განვითარებაში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ინვესტიცია მოხდება იმ ხალხში, ვისაც ჩვენი ქვეყანა იმ სიმაღლეებისკენ  მიჰყავს, რაც მომავალი თაობებისთვის გვაქვს განსაზღვრული.

უნდა გავაცნობიეროთ, რომ დღევანდელ კონკურენტულ სამყაროში, მხოლოდ ის ადამიანების შეძლებენ მეტად საჭირო დამატებითი ღირებულების შექმნას ჩვენს ეკონომიკაში, ვისაც ნათელი გონება, უახლესი ინფორმაცია და არასტანდარტული აზროვნების უნარი გააჩნია.

ძვირფასო კოლეგებო და მეგობრებო, ხანდახან უნდა გავცდეთ პოლიტიკურ დღის წესრიგს, გავიდეთ ჩვენი კომფორტის ზონიდან და განზრახულზე გაცილებით მეტი გავაკეთოთ, რათა ხანგრძლივი და ეპოქალური გავლენა მოვახდინოთ ჩვენს შვილებზე და მომავალ თაობებზე. სწორედ ამიტომ არ ვმუშაობთ ასე მუხლჩაუხრელად არსებული გამოწვევების დასაძლევად, უკეთესი ხვალინდელი დღისთვის და რაც მთავარია მომავალი თაობებისთვის?

მადლობა!