საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა სოფელ დვაბზუში პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შექმნილი ასფალტის ქარხანა დაათვალიერა ამოსაბეჭდი ვერსია

2019-04-05

------

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში ასფალტის ქარხანა - NEW ROAD-ში იმყოფებოდა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაფინანსდა. 

მთავრობის მეთაურმა საწარმოო პროცესის შესახებ ინფორმაცია ქარხნის ხელმძღვანელობისგან მიიღო. 

ქარხანაში, რომლის საინვესტიციო ღირებულება 10 მილიონი ლარია, 44 ადამიანია დასაქმებული. NEW ROAD-ის ასფალტ-ბეტონის ქარხანა კავკასიაში ერთ-ერთი უნიკალური საწარმოა და აღჭურვილია ევროპული სტანდარტების უახლესი, გერმანული დანადგარებით. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური